ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD)-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კოორდინატორმა, ასისტენტ პროფესორმა ინგა ცინცქილაძემ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გააცნო კონკურსთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია.