2019 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება ბათუმის სასწავლო უნივერისტეტის პირველი სამეცნიერო კონფერენცია - „ბიომედიცინის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის მიზანია ბიომედიცინის სფეროში არსებული გამოწვევების გაზიარება და გაცნობა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და დაინტერესებულ პირთათვის. კონფერენციის განმავლობაში დაგეგმილია ლექცია-სემინარებისა და ვორქშოფის ჩატარება გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა: ზეპირი და/ან სასტენდო მოხსენება, ვორქშოფი, კონფერენციაზე დასწრება.
აბსტრაქტის გამოგზავნის ვადა – აბსტრაქტის გამოგზავნა შესაძლებელია: 2019 წლის 11 ოქტომბრამდე.
აბსტრაქტის თემატიკა. გთხოვთ აირჩიოთ კონფერენციის შესაბამისი თემატიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში აბსტრაქტი არ მიიღება განსახილველად;
აბსტრატქტის ინსტრუქცია: აბსტრაქტები მიიღება როგორც ზეპირი ისე სტენდური მოხსენებისთვის;
აბსტრაქტის მოცულობა: არაუმეტეს 350 სიტყვისა (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
აბსტრაქტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას ავტორები მიიღებენ 2019 წლის 15 ოქტომბრამდე.
აბსტრაქტები მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
კონფერენციის განმავლობაში დაგეგმილია ვოქშოფი:
„ბიოსამედიცინო კვლევაში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები“.
ვოქშოფის განმავლობაში ლექციებს წაიკითხავენ:
გიორგი ფიჩხაია - პროფესორი, მედიცინის დოქტორი; ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
კარენ მულკიჯანიანი - პროფესორი, პრეკლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, GALAS-ს პრეზიდენტი.
ვორქშოფზე დაგეგმილია აქტივობები შემდეგ საკითხებზე:
1.ბიოსმედიცინო კვლევის დაგეგმვა და განხორციელება. კვლევითი პროექტის ძირითადი ელემენტები. კვლევის ვალიდური მეთოდები. მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება.
2. ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერება - საერთაშორისო პრაქტიკა. აშშ-ს და ევროკავშირში ლაბორატორიული ცხოველების მოვლა/გამოყენება, ცხოველებთან მუშაობის დასაშვებად საჭირო განათლება და კვალიფიკაცია - ძირითადი მიდგომების მიმოხილვა.
3. თანამედროვე მოთხოვნები ბიოსამედიცინო ექსპერიმენტული ლაბორატორიების მიმართ. ვივარიუმის და კვლევითი ლაბორატორიის აღჭურვილობა, ცხოველების განთავსების და მათი შენახვის ნორმები. ბიოუსაფრთხოების დონეები.
4. რა არის IACUC - ბიოსამედიცინო კვლევის რეგულაციები და ეთიკური ასპექტები. საუნივერსითეტო დონეზე ცხოველების გამოყენებით კვლევითი პროექტის/ სასწავლო პროგრამის დამტკიცება და მონიტორინგი. საერთაშორისო და ანგილობრივი კანონმდებლობა. "
ვოქშოფზე დასწრება თავისუფალია.
მონაწილეებზე გაიცემა სერთიფიკატები.
რეგისტრაცია: მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
კონფერენციის ორგანიზატორები:
კონფერენცია ტარდება ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.
კონფერენციასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს:
e-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ტელ: 0422 22 02 33; (+995) 595 505554.
პატივისცემით, საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნო