მიმდინარეობს საიტის განახლება!

დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

 

2021 წლის 25 მარტს ბათუმის სასწავლო  უნივერ­სიტეტის ორგანიზე­­ბით  ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია -  „ბიომედიცინის თანამედროვე გამოწვევები“. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე კონფერენცია ჩატარდა ონლაინ ფორმატში.

კონფერენციის მიზანი იყო ბიომედიცინის სფეროში არსებული გამოწ­ვევების  გაცნობა და გაზიარება სფე­როში მოღვაწე სპეციალისტთა და დაინტე­რე­სებულ პირთათვის. 

კონფერენცია გახსნა  უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ლობჟანიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებული მუშაობა უსურვა ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, პროფესორმა მარინა მესხიშვილი-ეფაძემ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს, ევროპის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის, დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის,  საქართველოს აკუპუნქტურის ასოციაციის, თბილისის სამედიცინო აკადემიის და ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის წამყვანმა პროფესორებმა და მეცნიერებმა  (კონფერენციის პროგრამა თან ერთვის). SKREN8

კონფერენციის მსვლელობისას განიხილეს ახალი სამედიცინო თეორია-მედიცინაში ჰოლისტური (მთლიანობითი) ხედვის შემოტანის ინსტრუმენტი, ლაპარასკოპიული სლივგასტრექტომიის  გამოცდილება ჭარბი წონის პაციენტების მკურნალობაში, თანამედროვე ენის და მეტყველების თერაპიის კავშირი მომიჯნავე სპეციალობებთან, თანამედროვე გამოწვევები რეაბილიტაციაში, სპორტში აკრძალული ნივთიერებების გამოყენება, აკუპუნქტურის როლი  პოსტკოვიდ სინდრომის რეაბილიტაციაში, ვერცხლის ნანონაწილაკების მდგრადი სუსპენზიის გამოყენების შესაძლებლობა Covid 19-ით გამოწვეული პნევმონიისას, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ეპიდემიოლოგიისა და მისი სელენის ნანონაწილაკებით მკურნალობის შესაძლებლობები,  რიფამპიცინსა და ფტორქინოლონებზე რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის შესაძლებლობები ვერცხლის ნანონაწილაკებისა და ამ პრეპარატების კომპოზიტური ნაერთით.მოხსენებათა დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

SKREN9

კონფერენცია შეაჯამა ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ლობჟანიძემ. 

კონფერენციაზე მოსმენილი მოხსენებები სრულადაა ატვირთული უნივერსიტეტის ვებგვერდზე https://imu.ge/kvleva/konferenciebi,  მასალები სრულად გამოქვეყნდება ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის - „ბიოსამედიცინო მეცნიერებათა ქართული ჟურნალი“, უახლოეს ნომერში https://imu.ge/kvleva/journal.