დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისათვის ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი ატარებს რეკომენდირებულ ღონისძიებებს და აძლიერებს დისტანციური/ელექტრონული საქმიანობის კომპონენტს.

უნივერსიტეტის შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

აღნიშნულ პერიოდში:

სტუდენტებს, თანამშრომლებს (პროფესორებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს)  და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს შეუძლიათ განცხადება/წერილი დაწერონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ სასწავლო უნივერსიტეტისგან ელექტრონულად, მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, თუ წარმოიშვება დაინტერესებული პირის უნივერსიტეტში მოსვლის გადაუდებელი აუცილებლობა, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, ვუზრუნველყოფთ შეხვედრას ინდივიდუალურ ფორმატში, წინასწარი შეთანხმებით.