დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

2019 წლის 26 ოქტომბერს, ბათუმში (Radisson Blu Hotel) ჩატარდა პირველი სამეცნიერო კონფერენცია „ბიომედიცინის თანამედროვე გამოწვევები“.

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დამსაქმებლებმა, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა, მათ შორის, პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილმა (ERO Working Group ხელმძღვანელი; საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი)

და პროფესორ კარენ მულკიჯანიანმა (პრეკლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; GALAS-ს პრეზიდენტი).

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.