მიმდინარეობს საიტის განახლება!

დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

განხორციელდა ცვლილებები მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროცესის ვადებში :

  1.  სასწავლო პროცესის ვადები (დაწყება, დასრულება): 2021 წლის 29 მარტი - 17 ივლისი (დისტანციური რეჟიმი 29 მარტი 26 ივნისი, შერეული ფორმატი (პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობა, კლინიკური სწავლება, არადისტანციური ფორმით) 28 ივნისი 17 ივლისი))
  2.  საგამოცდო პერიოდი:  2021 წლის 19 ივლისი 07 აგვისტო (ძირითადი
    გამოცდები), 09-14 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
  3. არდადეგები: 2021 წლის 04 – 11 მაისი; 23 აგვისტო - 27 სექტემბერი.

განხორციელდა ცვლილებები მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროცესის ვადებში :

1.სასწავლო პროცესის ვადები  (დაწყება, დასრულება): 2021 წლის 29 მარტი -
17 ივლისი (დისტანციური რეჟიმი 29 მარტი 30 აპრილი, შერეული ფორმატი
(პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობა, კლინიკური სწავლება,
არადისტანციური ფორმით) 12 მაისი 17 ივლისი));
2. საგამოცდო პერიოდი:  2021 წლის 19 ივლისი 07 აგვისტო (ძირითადი
გამოცდები),
                                  09 - 14 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
3.არდადეგები: 2021 წლის 04 – 11 მაისი; 23 აგვისტო - 27 სექტემბერი.

 

2021 წლის 25 მარტს ბათუმის სასწავლო  უნივერ­სიტეტის ორგანიზე­­ბით  ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია -  „ბიომედიცინის თანამედროვე გამოწვევები“. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე კონფერენცია ჩატარდა ონლაინ ფორმატში.

კონფერენციის მიზანი იყო ბიომედიცინის სფეროში არსებული გამოწ­ვევების  გაცნობა და გაზიარება სფე­როში მოღვაწე სპეციალისტთა და დაინტე­რე­სებულ პირთათვის. 

კონფერენცია გახსნა  უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ლობჟანიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებული მუშაობა უსურვა ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, პროფესორმა მარინა მესხიშვილი-ეფაძემ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს, ევროპის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის, დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის,  საქართველოს აკუპუნქტურის ასოციაციის, თბილისის სამედიცინო აკადემიის და ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის წამყვანმა პროფესორებმა და მეცნიერებმა  (კონფერენციის პროგრამა თან ერთვის). SKREN8

კონფერენციის მსვლელობისას განიხილეს ახალი სამედიცინო თეორია-მედიცინაში ჰოლისტური (მთლიანობითი) ხედვის შემოტანის ინსტრუმენტი, ლაპარასკოპიული სლივგასტრექტომიის  გამოცდილება ჭარბი წონის პაციენტების მკურნალობაში, თანამედროვე ენის და მეტყველების თერაპიის კავშირი მომიჯნავე სპეციალობებთან, თანამედროვე გამოწვევები რეაბილიტაციაში, სპორტში აკრძალული ნივთიერებების გამოყენება, აკუპუნქტურის როლი  პოსტკოვიდ სინდრომის რეაბილიტაციაში, ვერცხლის ნანონაწილაკების მდგრადი სუსპენზიის გამოყენების შესაძლებლობა Covid 19-ით გამოწვეული პნევმონიისას, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ეპიდემიოლოგიისა და მისი სელენის ნანონაწილაკებით მკურნალობის შესაძლებლობები,  რიფამპიცინსა და ფტორქინოლონებზე რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის შესაძლებლობები ვერცხლის ნანონაწილაკებისა და ამ პრეპარატების კომპოზიტური ნაერთით.მოხსენებათა დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

SKREN9

კონფერენცია შეაჯამა ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ლობჟანიძემ. 

კონფერენციაზე მოსმენილი მოხსენებები სრულადაა ატვირთული უნივერსიტეტის ვებგვერდზე https://imu.ge/kvleva/konferenciebi,  მასალები სრულად გამოქვეყნდება ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის - „ბიოსამედიცინო მეცნიერებათა ქართული ჟურნალი“, უახლოეს ნომერში https://imu.ge/kvleva/journal.

2021 წლის 25 მარტს ბათუმის სასწავლო  უნივერ­სიტეტის ორგანიზე­­ბით  ტარდება შპს ბათუმის სასწავლო უნივერისტეტის სამეცნიერო კონფერენცია -  „ბიომედიცინის თანამედროვე გამოწვევები“.

კონფერენციის მიზანია ბიომედიცინის სფეროში არსებული გამოწ­ვევების გაზიარება და გაცნობა სფე­როში მოღვაწე სპეციალისტებისა და დაინტე­რე­სებულ პირთათვის. 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

კონფერენციის სამუშაო ენებიქართული, ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა:  ზეპირი  მოხსენება;

აბსტრაქტის გამოგზავნის ვადა 

      აბსტრაქტის გამოგზავნა შესაძლებელია: 2021 წლის 15 მარტამდე.

აბსტრაქტის თემატიკა. 

გთხოვთ აბსტრაქტები წარმოადგინოთ კონფერენციის  შესაბამისი თემატიკით (ბიოსამედიცინო), წინააღმდეგ შემთხვევაში აბსტრაქტი არ მიიღება განსახილვე­ლად;

აბსტრაქტის მოცულობა: 

არაუმეტეს 350 სიტყვისა  (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

აბსტრაქტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას ავტორები მიიღებენ 2021 წლის 20 მარტამდე.

აბსტრაქტები მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.   

რეგისტრაცია:  

მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2021 წლის 15  მარტის ჩათ­ვლით.

კონფერენციის პროგრამა გამოქვეყნდება ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე - www.imu.ge  

კონფერენციის ორგანიზატორები:

კონფერენცია ტარდება  ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.     

კონფერენციასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში  გთხოვთ მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს: 

e-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ტელ: 0422 22 02 33; (+995)59943 86 90.

პატივისცემით,

საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნო

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა მიმდინარე წლის
28, 29 იანვარს გამართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია  ონლაინ
ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით:
„განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და
გამოწვევები".
კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო შპს ბათუმის სასწავლო
უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ლობჟანიძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა
ნატალია ბარათელმა.

შპს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას.

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 28 იანვრიდან - 2021 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე;

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე https://students.emis.ge/VacancyInfo

ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ გადაიხადეთ სტუდენტთა მობილობისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საფასური.

ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სტუდენტის სტატუსის (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი) განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი , ცოცხალი ბეჭდით დამოწმებული;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (აკადემიური ცნობა);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტო ზომით 3x4, 3 ცალი, ასევე CD დისკზე ჩაწერილი;

მისამართი ქ.ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქუჩა 13.

ელ ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

უნივერსიტეტში დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია 2021  წლის 28 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლით;

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა -2021 წლის 12 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით; 

 

უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის ვადა 2021 წლის 26 თებერვლიდან 05 მარტამდე.

 შპს „ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტმა“ და  შპს „ჩრდილო-დასავლეთის (ნორთვესტის)  უნივერსიტეტმა“   ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპით, გამოხატეს ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და გააფორმეს შესაბამისი მემორანდუმი რაც გულისხმობს საერთაშორისო  სტუდენტთა მოზიდვას, სტუდენტთა და პროფესორ -მასწავლებელთა  გაცვლითი ღონისძიებების ჩატარებას და მონაწილეობას. სხვა ღონისძიებების ჩატარებას რაც ხელს შეუწყობს ორივე უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდას, საგანმანათლებლო სივრცეში ადაპტირებასა და სათანადო ადგილის დაჭერას.

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის დარგში დიპლომატიის გენერალური დირექტორის მოადგილის სამსახურის 2.12.2020 წლის ცნობით „ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი“ შეყვანილი იქნა YOK-ის მიერ აღიარებული სასწავლებლების ჩამონათვალში.  

აღნიშნული მიღწეულია საერთაშორისო ქსელის UK-NARIC-ის საშუალებით YOK-ის უმაღლესი სასწავლებლის საბჭოსთან განხორციელებული მიმოწერის საფუძველზე.

გილოცავთ ახალ 2021 წელს!

გისურვებთ ულევ სიხარულს, სიკეთესა და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს!

მშვიდობის, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, წინსვლის და გაძლიერების წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!

პატივისცემით,   შპს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის

რექტორი ზურაბ ლობჟანიძე
 
 
 
 
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის თავი II, მუხლი 30-ის, 1 პუნქტის,
ნ) ქვეპუნქტით,  23 ნოემბერი გამოცხადებულია უქმე დღედ.
 
ადმინისტრაცია
 

შპს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა
და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროებს შორის გაფორმდა მემორანდუმი.

მემორანდუმი

მემორანდუმი ითვალისწინებს ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური
პოლიტიკის ფარგლებში, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
განათლების მიღების ხელშეწყობას.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის
წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს,
რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის
- 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური
მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“
დაენიშნებათ.

აღნიშნული პროექტი საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 
წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მნიშვნელობასა და თავდაცვის
სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ჯარისკაცებისა და მათი
ოჯახების ზრუნვაზეა ორიენტირებული.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა შპს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი რექტორის
ზურაბ ლობჟანიძის სახით.
სამივე მხარემ პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა ურთიერთგაგების
მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს
ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში
ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის
შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს.
ასევე, იგეგმება პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების
სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა
საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების,
საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო
მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ.

ახალი ინიციატივა ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო
თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის
შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სასწავლო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის  შემოდგომის   სემესტრში   სტუდენტთა მობილობის ადმინისტრირებისათვის განსაზღრულია  შესაბამისი ვადები:

ა)  სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2020 წლის 31 ივლისიდან 19 აგვისტოს   1800  სთ-მდე.

ბ) სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადებისა და   დოკუმენტაციის მიღების ვადა  2020 წლის 31 ივლისიდან   11 სექტემბრის  ჩათვლით.

გ) მობილობის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება  2020  წლის  31 ივლისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.

დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა განათლების  მართვის  საინფორმაციო  სისტემისათვის   15 სექტემბრის ჩათვლით.

ე) სასწავლო უნივერსიტეტის   მიერ  სტუდენტთა   მობილობის  წესით  ჩარიცხვის  თაობაზე  რექტორის ბრძანების გამოცემის  ვადა  2020  წლის  16 სექტემბრის  ჩათვლით.

პორტალზე რეგისტრაციის ბმული:   https://students.emis.ge/VacancyInfo

ვაკანტური ადგილები შპს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი

მობილობის ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია 

  2020 წლის 10 და 12 აპრილს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტში ონლაინ რეჟიმში ჩატარდა  თათბირები აკადემიური საბჭოს წევრების,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელებისა და პასუხისმგებელ მუშაკთა მონაწილეობით. განხილული იქნა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ფონზე დისტანციური სწავლების პროცესის დანერგვისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები. თათბირის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ სამუშაოებზე, რაც ჩატარდა სასწავლო პროცესის დისტანციური ელექტრონული ფორმით შეუფერხებელი წარმართვის, შეფასების კრიტერიუმების ფორმების სრულყოფისა და სტუდენტებთან ონლაინ კავშირის  უწყვეტობის  შენარჩუნებისათვის.
აღინიშნა,რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და მოწვეული პერსონალი მზადაა სასწავლო პროცესის დასაწყებად. სათანადო ინფორმაციები მიეწოდათ სტუდენტებს.
საწავლო  პროცესი დაიწყება  13 აპრილს.

2019 წლის 26 ოქტომბერს, ბათუმში (Radisson Blu Hotel) ჩატარდა პირველი სამეცნიერო კონფერენცია „ბიომედიცინის თანამედროვე გამოწვევები“.

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დამსაქმებლებმა, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა, მათ შორის, პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილმა (ERO Working Group ხელმძღვანელი; საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი)

მობილობის  მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2020 წლის  22 იანვრიდან 2020 წლის 5 თებერვლის 18:00 სთ-მდე. 

ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგინდა 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:

  • დოკუმენტაციის მიღება – 10-17 თებერვალი;
  • უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარების ბოლო ვადა 18 თებერვალი;
  • სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და დადასტურება (თანხმობა/უარი) – 18-19 თებერვალი;
  • ჩასარიცხ პირთა  შესახებ  ბრძანების  პროექტის  მომზადება  - 20 თებერვალი.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

  • განცხადება;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);