დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

რექტორი ზურაბ ლობჟანიძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.   (0422) 22-02-33

ქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13

             

             ქალბატონებო და ბატონებო!

             კოლეგებო, მომავალო კოლეგებო!

                cv

შპს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში უმაღლესი განათლების ერთ-ერთი წარმატებული კერაა ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც დაფუძნდა 2017 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მრავალწლიანი წარმატებული მენეჯმენტის გამოცდილების მქონე გუნდის სტრატეგიული გადაწყვეტილებით, რომელიც მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო საქმიანობის სფეროს გაფართოებას.

სწორედ ამ მიზნით  ჩატარდა საქართველოში შრომის ბაზრის კვლევა ჯანდაცვის პროფილით განათლებაზე მოთხოვნისა და შესაბამისი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით. კვლევა რამდენიმე პარამეტრის მიხედვით განხორციელდა აჭარის ა/რ და გურიის რეგიონში შედეგებმა კი ცხადყო, რომ მოთხოვნადი და აქტუალურია დიპლომირებული სტომატოლოგიის პროგრამა; დამსაქმებელთა აზრით, რეგიონის მასშტაბით მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური კადრი დეფიციტია. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება უნივერსიტეტის საქმიანობა დაწყებულიყო ქ.ბათუმში. დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამების და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის (ინგლისურეონოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების საჭიროება განაპირობა რეგიონში შესაბამისი პროგრამების სიმცირემ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლებსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ასრებობს მჭირდო თანამშრომლობა, რომელიც სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გარდა მოიცავს მოქმედ პროგრამებზე სწავლის მსურველი დაინტერესებული პირების რეკრუტირებას, რაც თავის მხრივ იქნება კიდევ ერთი ფაქტორი რეგიონის პოპულარიზაციის საქმეში. შესაბამისად მიმართულებები ასათვისებელ სეგმენტად იქნა მიჩნეული და დაისახა ერთობლივი მოქმედების გეგმა.

უნივერსიტეტმა პრიორიტეტად მიიჩნია მაქსიმალურად ადგილობრივი პროფესიონალი და მოტივირებული კადრების დასაქმება როგორც ადმინისტრაციულ, ასევე აკადემიურ დონეზე.

უნივერსიტეტმა უზრუნველყო  შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე წარმატებული პერსონალის მოზიდვა. მათი უშუალო გამოცდილებით დაინერგა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრირებით.

სასწავლო უნივერსიტეტი  აღჭურვილია   საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების მიღწევისათვის საჭირო  ინვენტარით, ლაბორატორიებით, მულაჟებით, თანამედროვე და მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით, სტომატოლოგიური კლინიკით.

მიგვაჩნია, რომ პროფესიონალი გუნდის   თანმიმდევრულმა და ეფექტურმა მუშაობამ, დამფუძნებლის ფინანსურმა მხარდაჭერამ, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობამ  შესაძლებელი გახადა ისეთი უნივერსიტეტის განვითარება, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული ამოცანაა სწავლის ხარისხის მუდმივი განვითარება, რეპუტაციის შენარჩუნება როგორც საქართველოში, ისე - მის ფარგლებს გარეთ. 

ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი საკუთარ პოტენციალს და წარმატებულ საქმიანობას განიხილავს, როგორც სახელმწიფოს მხარდაჭერას, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და  საკუთარი წვლილის შეტანას დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში.

ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტის ინტერესებზე, სწავლის  ხარისხსა და მუდმივ განვითარებაზე, რითაც ყოველთვის მიმზიდველია საერთაშორისო  და ადგილობრივი სტუდენტებისათვის. 

ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეულ წევრს - აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტს აქვს და ექნება პროფესიული სრულყოფისა და ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა.

დაუკავშირეთ თქვენი არჩევანი შპს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტს და გახდით აკადემიური სივრცის წევრი, გაიზიარე უნივერსიტეტის დევიზი - „ისწავლე და გახადე მსოფლიო უკეთესი“.

გარწმუნებთ, გადაწყვეტილების წარმატებით რეალიზების საქმეში დღეს, ხვალ და მუდამ, თავისი ცოდნითა და ავტორიტეტით, თქვენ გვერდითაა ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული პერსონალი და ადმინისტრაცია.

                                                                                        

გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით,

შპს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის

რექტორი, პროფესორი

ზურაბ ლობჟანიძე