დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

ეს დებულება განსაზღვრავს შპს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) უწყვეტი განათლების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ცენტრი, როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული მოქმედებს უნივერსიტეტის მისიის აღსრულების ფარგლებში, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პროფესიონალიზმზე ორიეტირებული სამედიცინო განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. იზიარებს რა სოციალურ პასუხისმგებლობას, ახალისებს ინდივიდს გააზიაროს ცოდნა საზოგადოების სასარგებლოდ; ცოდნის შექმნით, გავრცელებითა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრისათვის, წვლილი შეაქვს საზოგადობის განვითარებაში ეროვნულ და საერთაშორისო მასშტაბით. 

უწყვეტი განათლების ცენტრის დებულება