დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, მობილობის წესით ჩარიცხვის გზით. სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის აუცილებელია დადგენილ ვადებში დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების უნივერსიტეტში წარდგენა და რეგისტრაციის გავლა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გზით უნივერსიტეტის საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე. რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე სტუდენტთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი