დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

საუნივერსიტეტო შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი– შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი–მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა; 
(C) კარგი–მაქსიმალური შეფასების 71-80ქულა;
(D)დამაკმაყოფილებელი–მაქსიმალურიშეფასების61-70ქულა;
(E) საკმარისი–მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა;
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს
ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
„(FX) ვერ ჩააბარა - 41-50 ქულა“ შეფასების მიღების შემთხვევაში, სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. თუ სტუდენტმა დასკვნით გამოცდაზე ვერ მიიღო ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დადებითი შეფასება, მაგრამ შუალედური შეფასებებისა და დასკვნით გამოცდაზე მიღებული ქულების ჯამი შეადგენს 41-50 ქულას უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე.
დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. აღნიშნული წესი არ ვრცელდება სამაგისტრო ნაშრომის შეფასებისას.
 სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით გამოცდაზე მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დასკვნითი შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.