დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

სტუდენტის სწავლის საფასური განისაზღვრება მისი ჩარიცხვის მომენტში რექტორის სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით, რომელსაც სტუდენტი იხდის უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის პერიოდში.

სტუდენტთან შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს სწავლის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი; სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკზე შეთანხმება გამორიცხავს სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფინანსური შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას. სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკი დაერთვის საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას და არის მისი განუყოფელი ნაწილი.
სახელმწიფო დაფინანსების (სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სახელმწიფო სასწავლო სოციალური გრანტი, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება და ა შ) მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდა ხდება სახელმწიფო დაფინანსების გათვალისწინებით სწავლის საფასურის დარჩენილი ოდენობით.
უნივერსიტეტი უფლებამოსილია დააწესოს საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც არის უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ოქროს და ვერცხლის მედალოსანი აბიტურიენტის წამახალისებელი ფინანსური შეღავათი, რომელიც გამოიყენება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული დაფინანსების შორის სხვაობის დასაფარად/შესამცირებლად.
უნივერსიტეტის სტუდნეტის წახალისების, მოტივაციის ამაღლებისა და მისი მიღწევების აღიარების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს საუნივერსიტეტო სტიპენდია, რომელიც არის სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე დამოკიდებული, სტუდენტზე გაცემული ფინანსური წახალისება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით.

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი