უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი თემაზე: „სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია და მონაცემთა ანალიზი მედიცინაში“. ტრეინინგის განმავლობაში სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინა ნაკაშიძემ განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ნიმუშის შერჩევა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; სტატისტიკური კომპიუტერული მეთოდების გამოყენების მნიშვნელობა, მიღებული მონაცემების წარდგენის მეთოდები. ტრეინინგს ესწრებდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.