დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სასწავლო უნივერსიტეტის მისიაზე და სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა,  რომელსაც ხელმძღვანელობდა სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი მარიამ მესხიშვილი-ეფაძე.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს ავტორიზაციის  ექსპერტთა ჯგუფის 2019 წლის 9 მარტის დასკვნაში დაფიქსირებული რეკომენდაციები/რჩევები, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 19 მარტის №4 სხდომის ოქმში ასახული გარემოებები.

სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით, მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით, შემუშავდეს უნივერსიტეტის მისიაში და სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის პროექტები, რომელიც განხილულ იქნება სამუშაო ჯგუფის შემდგომ სხდომებზე, პროექტების საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებამდე.