დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

2019 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის სასწავლო  უნივერ­სიტეტის ორგანიზე­­ბით  ტარდება ბათუმის სასწავლო უნივერისტეტის პირველი  სამეცნიერო კონფერენცია -  „ბიომედიცინის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის მიზანია ბიომედიცინის სფეროში არსებული გამოწ­ვევების გაზიარება და გაცნობა სფე­როში მოღვაწე სპეციალისტებისა და დაინტე­რე­სებულ პირთათვის. კონფერენციის განმავლობაში დაგეგმილია ლექცია-სე­მინარებისა და ვორქ­შოფის ჩატარება გამოცდილების გაზიარე­ბის მიზნით.

 კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა:  ზეპირი და/ან სასტენდო მოხსენება, ვორქშოფი,  კონფერენციაზე  დასწრება.

აბსტრაქტის გამოგზავნის ვადა – აბსტრაქტის გამოგზავნა შესაძლებელია: 2019 წლის 11  ოქტომბრამდე.

აბსტრაქტის თემატიკა. გთხოვთ აირჩიოთ კონფერენციის  შესაბამისი თემატიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში აბსტრაქტი არ მიიღება განსახილვე­ლად;

აბსტრატქტის ინსტრუქცია: აბსტრაქტები მიიღება როგორც ზეპირი ისე სტენდური მოხსენებისთვის;

აბსტრაქტის მოცულობა: არაუმეტეს 350 სიტყვისა  (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

აბსტრაქტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას ავტორები მიიღებენ 2019 წლის 15 ოქტომბრამდე.  

აბსტრაქტები მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

კონფერენციის განმავლობაში დაგეგმილია ვოქშოფი:

ბიოსამედიცინო კვლევაში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები“.

ვოქშოფის განმავლობაში ლექციებს წაიკითხავენ: 

გიორგი ფიჩხაია  - პროფესორი, მედიცინის დოქტორი;  ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

კარენ მულკიჯანიანი - პროფესორი, პრეკლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,   GALAS-ს პრეზიდენტი.

ვორქშოფზე  დაგეგმილია აქტივობები შემდეგ საკითხებზე:

 

1.ბიოსმედიცინო კვლევის დაგეგმვა და განხორციელება. კვლევითი პროექტის ძირითადი ელემენტები. კვლევის ვალიდური მეთოდები. მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება.

2. ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერება - საერთაშორისო პრაქტიკა.   აშშ-ს და ევროკავშირში ლაბორატორიული ცხოველების მოვლა/გამოყენება, ცხოველებთან მუშაობის დასაშვებად საჭირო განათლება და კვალიფიკაცია - ძირითადი მიდგომების მიმოხილვა.

3. თანამედროვე მოთხოვნები ბიოსამედიცინო ექსპერიმენტული ლაბორატორიების მიმართ. ვივარიუმის და კვლევითი ლაბორატორიის აღჭურვილობა, ცხოველების განთავსების და მათი შენახვის ნორმები. ბიოუსაფრთხოების დონეები. 

4. რა არის IACUC - ბიოსამედიცინო კვლევის რეგულაციები და ეთიკური ასპექტები.  საუნივერსითეტო  დონეზე ცხოველების გამოყენებით  კვლევითი პროექტის/ სასწავლო პროგრამის დამტკიცება და მონიტორინგი. საერთაშორისო და ანგილობრივი კანონმდებლობა. "

ვოქშოფზე დასწრება თავისუფალია.

მონაწილეებზე გაიცემა სერთიფიკატები.

რეგისტრაცია:  მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2019 წლის 26  ოქტომბრის ჩათ­ვლით.

 

კონფერენციის ორგანიზატორები:

კონფერენცია ტარდება  ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.     

 

კონფერენციასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში  გთხოვთ მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს: 

e-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ტელ: 0422 22 02 33; (+995) 595 505554.

პატივისცემით, საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნო