დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

ბათუმის სასწავლო  უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა  საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD)-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ.   სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კოორდინატორმა,  ასისტენტ პროფესორმა ინგა ცინცქილაძემ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გააცნო  კონკურსთან  დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია.

ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციას (GALAS) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა ერთობლივი ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება.

2019 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის სასწავლო  უნივერ­სიტეტის ორგანიზე­­ბით  ტარდება ბათუმის სასწავლო უნივერისტეტის პირველი  სამეცნიერო კონფერენცია -  „ბიომედიცინის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის მიზანია ბიომედიცინის სფეროში არსებული გამოწ­ვევების გაზიარება და გაცნობა სფე­როში მოღვაწე სპეციალისტებისა და დაინტე­რე­სებულ პირთათვის. კონფერენციის განმავლობაში დაგეგმილია ლექცია-სე­მინარებისა და ვორქ­შოფის ჩატარება გამოცდილების გაზიარე­ბის მიზნით.

2019 წლის 13 სექტემბრიდან, შპს „საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი“

უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი თემაზე:  პოპულარული  სამეცნიერო საძიებო ბაზები მედიცინაში“. ტრეინინგის განმავლობაში  სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინა ნაკაშიძემ განიხილა  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:    Web of Science, Scopus, EMBASE,  Pubmed, Medscape, Dentistry and Oral Sources  და სხვა. მონაცემთა ბაზები; სამეცნიერო ჟურნალების რეიტინგის მაჩვენებლები: იმპაქტ-ფატორი და ციტირების ინდექსი; მეცნიერული პოტენციალის მაჩვენებლები, როგორიცაა ჰირშის ინდექსი. ტრეინინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი თემაზე:   „სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია და მონაცემთა ანალიზი  მედიცინაში“.  ტრეინინგის განმავლობაში  სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინა ნაკაშიძემ  განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ნიმუშის შერჩევა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; სტატისტიკური კომპიუტერული მეთოდების  გამოყენების მნიშვნელობა, მიღებული მონაცემების წარდგენის მეთოდები. ტრეინინგს   ესწრებდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

დაფინანსდა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტი: ბავშვთა ასაკში გავრცელებული თანკბილვის ანომალიები და გამომწვევი რისკ ფაქტორები აჭარაში.

კვლევისმიზანია აჭარაში მცხოვრები ბავშვების თანკბილვის ფორმების, შესაბამისად პირის ღრუს ჯანმრთელობის ოპტიმიზაცია.

კვლევის ამოცანებია: 1. სტომატოლოგიური სტატუსის დადგენა; 2. თანკბილვის ანომალიების განვითარების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა; 3. ბავშვთა ასაკში, პირის ღრუს ჯანმრთელობის ოპტიმიზაციის გზების განსაზღვრა.

კვლევა ხოციელდება ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით.

შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სამუშო შეხვედრები აკადმიურ და მოწვეულ პერსონალთან, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების განხილვის პროცესში.

უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი თემაზე:  „სამცნიერიო კვლევის დიზაინის ძირითადი ასპექტები მედიცინაში“.  ტრეინინგის განმავლობაში  სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინა ნაკაშიძემ  და ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა და ბსუ-ს უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო ქედელიძემ განიხილეს სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, საკვლევი კითხვის  სწორად ფორმულირების მნიშვნელობა,  სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია და  მასთან დაკავშირებული გამოწვევები.  ტრეინინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

გაიმართა მორიგი სამუშო შეხვედრა, ავტორიზაციის  ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში, საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით. შეხვედრა წარიმართა შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის აკადმიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობით.

რექტორის 2019 წლის 30 აპრილის #01/03 ბრძანებით დამტკიცებული „შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტში დამტკიცდა სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დაფინანსების კონკურსის პირობები და ჩატარების წესი“

შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სასწავლო უნივერსიტეტის მისიაზე და სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა,  რომელსაც ხელმძღვანელობდა სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი მარიამ მესხიშვილი-ეფაძე.

რექტორის 2019 წლის 02 აპრილის აპრილის #01/02 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციების/რჩევების ზედმიწევნით შესრულების უზრუნველყოფა.

საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტმა დააფუძნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია სასწავლო უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობა, მისი მხარდაჭერა და კოორდინაცია.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 19 მარტის #14 გადაწყვეტილებით შპს საერთაშორისო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტს 6 წლის ვადით მიენიჭა ავტორიზაცია

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 19 მარტის #14 გადაწყვეტილება