დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით დაფინანსდა და ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, სახელწოდებით: “ბავშვთა ასაკში გავრცელებული თანკბილვის ანომალიები და გამომწვევი რისკ ფაქტორები აჭარაში”.

კვლევის მიზანია აჭარაში მცხოვრები ბავშვების თანკბილვის ფორმების, შესაბამისად პირის ღრუს ჯანმრთელობის ოპტიმიზაცია. 

კვლევის ამოცანებია:

1. სტომატოლოგიური სტატუსის დადგენა;

2. თანკბილვის ანომალიების განვითარების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა;

3. ბავშვთა ასაკში, პირის ღრუს ჯანმრთელობის ოპტიმიზაციის გზების განსაზღვრა.

კვლევითი პროექტის ავტორი და განმახორციელებელია ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი, სოფიო ფუთურიძე.

კვლევა ხორციელდება „საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის“ პარტნიორობით და ასოციაციის პრეზიდენტის თანამონაწილეობით.