დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

 ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ბიბლიოთეკის ქცევის წესების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საბიბლიოთეკო რესურსებით მომსახურებას.

      ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შედგება, როგორც უნივერსიტეტის მიერ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სავალდებულო ლიტერატურისაგან, აგრეთვე ზოგადი ხასიათის საცნობარო გამოცემებისაგან, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურისაგან, პერიოდული გამოცემებისაგან, ციფრული ლიტერატურისაგან და სხვ. ბიბლიოთეკის ფონდის კატალოგი ასახულია ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში openbiblio, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასურველი ლიტერატურის ელექტრონულ კატალოგში მოძიება.

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე, კვირის გარდა, 9.30 -დან 20 საათამდე.

ბიბლიოთეკის დებულება