დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

წინასიტყვაობა

ბათუმის სასწავლო  უნივერსიტეტი მიიჩნევს,  რომ  სტრატეგიული განვითარების გეგმა  ფუნდამენტია ახლადდაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწებულების წარმატებული საქმიანობისა და თვითდამკვიდრებისათვის. სასწავლო  უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა  წარმოადგენს  უნივერსიტეტის  ხედვას მისი განვითარების შესახებ. იგი შექმნილია იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს მის მიერ დასახული  მიზნის  გამჭვირვალედ და ეფექტურად განხორციელება. მასში ასახულია უნივერსიტეტის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, სამოქმედო კურსი, მიზნების მიღწევის ხედვა.სტრატეგია შემუშავებულია დაინტერესებულ მხარეებთან ფართო კონსულტაციის საფუძველზე, მასში ასახულია უნივერსიტეტის  პერსონალის,  გამოკითხული სტუდენტების, პარტნიორი დამსაქმებლებისა და განათლების ექსპერტების მოსაზრებები.სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა შემდეგი დოკუმენტების შინაარსი: საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021 წლები, საქართველოს  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“; 2016-2021 წლების აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგია, საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები. უნივერსიტეტის დაკვეთით ჩატარდა შრომითი ბაზრის კვლევა აჭარის ა/რ და გურიის რეგიონის მაშტაბით. ზემოთ დეკლარირებული დოკუმენტების შინაარსი და შრომის ბაზრის კვლევის შედეგები გაანალიზდა  უნივერსიტეტის განვითარების კონტექსტში.სტარტეგიაში ასახულია უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია, მისია, ხედვა, ღირებულებები, შიდა და გარე ფაქტორების, ჩართული პირების ანალიზი (SWOT მეთოდის გამოყენებით), მისი შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბებული სტრატეგიული მიზნები და ამოცანები. სტრატეგიაში ასევე წარმოდგენილია გეგმის იმპლემენტაციისა და მისი მონტორინგის მექანიზმები.წინამდებარე სტრატეგიის შინაარსი ჩამოყალიბებულია იმ გათვლით, რომ უნივერსიტეტი მოიპოვებს ავტორიზაციას და სტრატეგიაში ჩამოყალიბებული მიზნებისა და ამოცანების, სამოქმედო გეგმის მიხედვით  განხორციელებით   შეძლებს საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებასა და მის  თანმიმდევრულ განვითარებას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ წინამდებარე სტრატეგიის წარმატებით იმპლემენტაცია, უნივერსიტეტის  ძალისხმევის გარდა დამოკდებულია გარე ფაქტორებზე, ამიტომ მისი  გადახედვა  უნდა მოხდეს  პერიოდულად, წელიწადში ერთხელ და  მის მოდიფიცირებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და ჩართულმა პირებმა.

სტრატეგიული განვითარების გეგმა