დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

ხედვა

ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი 2025 წლისათვის იქნება ლიდერი, სამედიცინო პროფილის თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აჭარის რეგიონში და საერთაშორისო დონეზე აღიარებული უნივერსიტეტი, სადაც შექმნილია სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, უზრუნველყოფილია განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის; დანერგილია მართვის და ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმები; უზრუნველყოფილია ინსტიტუციის მდგრადობა და ორგანიზაცია თანმიმდევრულად პასუხობს მის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებს.

 

მისია

  • სტუდენტებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პროფესიონალიზმზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობების   უზრუნველყოფა;
  • პროფესიულ საზოგადოებაში ინტეგრაციისა და კონკურენციისათვის აუცილებელი ცოდნით და უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადება;
  • სწავლებისა და პრაქტიკული კვლევის განხორციელებით ცოდნის შექმნა და გავრცელება.

ღირებულებები

  • სამართლინობა;
  • გამჭვირვალობა;
  • მიუკერძოებლობა;
  • თანასწორობა;
  • თანამშრომლობა;
  • ხარისხზე კონცენტრაცია;
  • ღიაობა;
  • მრავალფეროვნება;
  • აკადემიური კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი;
  • საზოგადოებისადმი;
  • ანგარიშვალდებულება;
  • სოციალური ჩართულობა;
  • უსაფრთხოება;
  • სანდოობა.