დაგვირეკეთ(0422) 22-02-33

მოგვწერეთinfo@imu.ge

გვეწვიეთქ. ბათუმი. დ. აღმაშენებლის ქ. №13, III-IV სართული

რექტორი

დავით მახვილაძე      

ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი დაფუძნდა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებული მართვის გამოცდილების მქონე გუნდის მიერ 2017 წელს. უნივერსიტეტის დაფუძნებას წინ უძღოდა დამფუძნებლების სტრატეგიული გადაწყვეტილება, საგანმანათლებლო საქმიანობის სამედიცინო პროფილით გაფართოების შესახებ. რისთვისაც უნივერსიტეტის დამფუძნებლების დაკვეთით  ჩატარდა საქართველოში შრომის ბაზრის კვლევა სამედიცინო განათლებაზე მოთხოვნისა და შესაბამისი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით. კვლევა რამოდენიმე პარამეტრის მიხედვით განხორციელდა და საბოლო კვლევაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შერჩეული იქნა აჭარის ა/რ და გურიის რეგიონი სადაც ჩატარდა  კველევა, რომლის შედგებმა ცხადყო, რომ მოთხოვნადი და აქტუალურია დიპლომირებული სტომატოლოგიის პროგრამა; რეგიონის მასშტაბით არ არის წარმატებული უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულება, რომელიც განახორციელებს დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამას; დამსაქმებელთა აზრით, რეგიონის მასშტაბით მაღალკვალიფიციური კადრის დეფიციტია, რომელიც ამავდროულად  აღჭურვილი იქნება მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნით და უნარ-ჩვევებით.გამომდინარე კვლევის შედეგებიდან უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მიერ იქნა გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სამედიცინო პროფილის საქმიანობა დაწყებულიყო ქ.ბათუმში. მიზანშეწონილად ჩაითვალა პირველ რიგში დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი (ქართულ და ინგლისურენოვანი)  საგანმანათლებლო პროგრამების და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურეონოვანი საბაკლავრო საგანამანათლებლო პროგრამის  განხორციელება.ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  განხორცილების საჭიოროება პროგრამის სიცოცხლისუნარიანობა განაპირობა შემდეგ ფაქტორებმა: აჭარის რეგიონში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა არ ხორციელდება და შესაბამისად ასათვისებელ სეგმენტად იქნა მიჩნეული, ამასთანევე უნივერსიტეტის დამფუძნებლებსა და თურქულ მხარეს შორის ასრებობს მჭირდო თანამშრომლობა, რომელიც სხვა მნიშვნელოვანი აპექტების გარდა მოიცავს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის პროგრამზე სწავლის მსურველი დაინტერესებული პირების რეკრუტირებასა და ბათუმში გამოგზავნას.მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი  სასწავლო უნივერსიტეტის სახელწოდებით მეორე წელია რაც  არსებობს, მის შექმნაში მონაწიელობდა უმაღლეს სგანმანათლებლო სივრცეში წარმატებული გამოცდილების მქონე გუნდი. ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნიეთ ადგილობრივების დასაქმებას, შესაბამისად საუნივერსიტეტო საზოგადოება, როგორც ადმინისტრაციულ ასევე აკადემიურ დონეზე მაქსიმალურად დაკომპლექტდა ადგილორბივი პროფესიონალი და მოტივირებული კადრებით.ჩვენ ვიცით, რომ სამედიცინო პროგრამების წარმატებით რელიაზებისათვის,  მაღალი კვალიფიკაციის, პრაქტიკოსი ექიმის მომზადებისათვის  პროგრამის განმახორციელებელი  მაღალკვალიფიციური კადრებისა და  კლინიკური ბაზების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რისთვისაც უნივერსიტეტმა უზრუნველყო წარმატებული პრაქტიკოსი ექიმების მოზიდვა, რომელთაც შესწევთ უნარი უზრუნველყონ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრირება, რისთვისაც  სწავლების პროცესში  გამოიყენებენ თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, მოახდენენ სამედიცინო მიმართულებით უახლესი მიღწევების სასწავლო, პროცესში  ეფექტურ ინტეგრაციას.უნივერსიტეტი  აღჭურვილია   პროგრამების სწავლის შედეგების მიღწევისათვის საჭირო  ინვენტარით, ლაბორატორიებით, მულაჟებით, თანამედროვე და მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით. პრაქტიკის წარმატებულად რეალიზების მიზნით, გაფორმებული აქვს მემორანდუმები წარმატებულ კლინიკებთან.მიგვაჩნია, რომ პროფესიონალი გუნდის   თანმიმდევრულმა და ეფექტურმა მუშაობამ, დამფუძნებლის ფინანსურმა მხარდაჭერამ, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობამ  შესაძლებელი გახადა ისეთი უნივერსიტეტის დაარსება, რომელიც  შეძლებს თვაის დამკვიდრებას, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.უნივერსიტეტი საკუთარ პოტენციალს და წარმატებულ საქმიანობას განიხილავს, როგორც სახელმწიფოს მხარდაჭერას, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და   საკუთარი წვლილის შეტანას  დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში.ჩვენი უნივერსიტეტი ორიენტირებული იქნება სტუდენტის ინტერესებზე, სწავლის  ხარისხზე და მუდმივ განვითარებაზე, რითაც ყოველთვის მიმზიდველი იქნება საერთაშორისო  ადგილობრივი სტუდენტებისათვის.                                                                                          

გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით,

დავით მახვილაძე